არც არავის ადვოკატად არ გამოვდგები და რეალურად, არც ამის საჭიროებაა, მაგრამ როგორ არ ვთქვა?!
ჭიჭე ვაშაძემ რომ მობოდა ერთხელ, – სიმსივნიანი მოქალაქეების დაფინანსება ზედმეტი ხარჯია სახელმწიფოსთვისო, გახსოვთ, ალბათ…
ახლა ეს უზნეო ნაძირლები გადმოდგნენ და ბექა ოდიშარიას დაუწყეს ხავილი – კიბო გაქვს და ისედაც მალე მოკვდებიო, – ამის შესახებ ჟურნალისტი, მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის დამფუძნებელი, ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.
ვუყურებ მიმდინარე მოვლენებს და სიმართლე გითხრათ – გული მერევა!
გული მერევა იმ სიბინძურეებზე, რასაც “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა სექტის წევრები კადრულობენ!
მაგალითების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს და არც დრო და ეს სივრცე არ მეყოფა ყველაფრის გასახსენებლად.
ფაქტი ერთია: მორალდაკარგულებმა სახეც დაკარგეს და ყველა ღირებულებას ხაზი გადაუსვეს!
🔸 არც არავის ადვოკატად არ გამოვდგები და რეალურად, არც ამის საჭიროებაა, მაგრამ როგორ არ ვთქვა?!
ჭიჭე ვაშაძემ რომ მობოდა ერთხელ, – სიმსივნიანი მოქალაქეების დაფინანსება ზედმეტი ხარჯია სახელმწიფოსთვისო, გახსოვთ, ალბათ…
ახლა ეს უზნეო ნაძირლები გადმოდგნენ და ბექა ოდიშარიას დაუწყეს ხავილი – კიბო გაქვს და ისედაც მალე მოკვდებიო…
ამის წერაც მზარავს და როგორ უნდა დაგცდეს პირიდან მსგავსი, ვერ წარმომიდგენია…
არადა, საუბედუროდ, არცერთი ჩვენგანისთვის არაა უცხო არც სიმსივნით დაავადებული და არც სიმსივნით გარდაცვლილი ახლობლები ან ოჯახის წევრები.
მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა უახლოეს ადამიანს სიმსივნის დიაგნოზი აქვს დასმული.
კი, დღევანდელ რეალობაში სიმსივნე არაა განაჩენი, მაგრამ არც მოდუნების და ლაღად ყოფნის საშუალებას არ გაძლევს ეს ვერაგი ავადმყოფობა, ფაქტია…
გუშინ დილითაც – ჩემი მეგობრის შვილი გარდაიცვალა.
სიმსივნით.
ახალგაზრდა, ანგელოზი გოგო.
და რაც უბედურება და ტრაგედია ტრიალებს ოჯახსა თუ ოჯახის ახლობელ ადამიანთა გულებში, მტერს არ ვუსურვებ.
არადა, ეს ნაძირლები – გამოდიან და პირდაპირ სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს – “კიბო გაქვს და ისედაც მალე მოკვდებიო!”
რად გიღირთ პოლიტიკა და მსგავსი მარაზმი, მაინტერესებს?!
ჩემი ერთი ძალიან კარგი მეგობარიც სიმსივნეს ებრძვის.
ცნობილი და დამსახურებული მოღვაწეა ჩვენს რეალობაშიც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც.
კიდევ ერთი მეგობარიც სიმსივნეს ებრძვის და არც ისაა მთლად უცხო ქართველი საზოგადოებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე უფროსმა მეგობარმა, საბედნიეროდ, დაამარცხა ეს ვერაგი დაავადება და მჯერა და ზუსტად ვიცი, ზემოთნახსენები მეგობრებიც ანალოგიურად შეძლებენ სიმსივნის დამარცხებას, მაგრამ ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი და რამ ათქმევინათ ის, რაც იკადრეს ბექა ოდიშარიას მიმართ?!
ან, ერთ-ერთი პატიმრის დედამ თუ ბებიამ რაც იკადრა, ნორმალურია?
განა ნორმალურია, ნებისმიერ ვითარებაში – მცირეწლოვანი ბავშვების წყევლა და მავანთა ბულინგი იმის გამო, შენმა შვილმა თუ შვილიშვილმა პოლიციელს კეტი რომ ჩაარტყა, ან “მოლოტოვის კოქტეილით” ცოცხლად რომ უპირებდა დაწვას, ამის გამო პასუხი რომ უნდა აგოს და შენ, ამ რეალობის მიუღებლობის გამო შვილიშვილები უწყევლო ვინმეს?!
არაა ეს ნორმალური და მთავარი უბედურება ისაა, რომ ასეთ ცივსისხლიანებსა და გაბოროტებულ ადამიანებს ტაშისმკვრელებიც ჰყავთ…
ესაა უბედურება, თუა…
🔸 ვცდილობ და თქვენც ხედავთ, ჩემს ნაწერებშიც რომ არ გამექცეს ხელი და უკადრებელი არ ვიკადრო.
თუნდაც, “შემთხვევით”…
ვცდილობ, არ გამექცეს კალამი და ბილწი ლექსიკით გაჯერებული ტექსტი არ მოგახვიოთ თავს.
შესაძლოა, მთლად დახვეწილადაც არ გამომდის, მაგრამ მართლა ვცდილობ.
არადა, შეხვალ სოციალურ ქსელში, ასქროლავ, ჩასქროლავ და მტრისას, რასაც კითხულობ…
არც მე ვარ ანგელოზი, და შესაძლოა, მეც გამექცეს ადრე თუ გვიან კალამი, მაგრამ ასეთი ზღვარგადასულობა მართლა ნამეტანია!
მართლა ნამეტანი!
დაწერ რაღაცას და უტიფრად შემოგიხტებიან და თუკი რამე ბინძური აქვთ მარაგში, ხარჯავენ…
აი, წყევლა რომ მაწყევარისაა, ეგეც საცოდაობაა.
იმ მაწყევარის ჯიშმა და ჯილაგმა რა დააშავა, თუ კონკრეტული ადამიანი გამოდგა ცხელთავიანი და ტუტუცი?!
🔸 ერთი კარგი კაცის შვილზეც იყო ამ დღეებში მთელი ამბები. მამა-შვილის პრობლემა ყველა ჭრილში განიხილეს და მიდიოდა “ჰკა მაგასა” ორივე (ან, მეტი) მხრიდან…
ისე ერევიან პირადში და ისე იღებენ ზედმეტს საკუთარ თავზე, თითქოს ეს-ესაა ხელდასმა აქვთ მიღებული უფლისაგან და სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან სხედან განაჩენის გამოსატანად…
🔸 ერთიც: ქუჩაში მანქანას აჩერებენ, ხანდაზმულ, ბაბუის ტოლ ადამიანებს აგინებენ, ლანძღავენ, მანქანაზე მუშტებს უბრახუნებენ, ათას სიბინძურეს უყვირიან და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურს რამდენიმე ვიგინდარას!
ესეიგი, თუ უნდა გზის გადაკეტვა ათ ტუტუცს – უნდა გადაკეტონ!
თუ ოც ცხელთავიანს სიამოვნებს ვინმე აბუჩად აგდება – უნდა აიგდონ!
და ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ ჩვენ და ვითმინოთ?
რატომ?
ამ ათი ტუტუცის ვალი გვაქვს რამე?
არა და არა!
და სწორედ ესაა უბედურების მთავარი მიზეზი, ბავშვის ტირილისა არ იყოს, – გამდის და ვტირიო…
დიახ, ჩვენ ამ ქვეყნის, ამ ქალაქის ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც ის ათი ტუტუცი.
უბრალოდ, მორალი და ზნეობა გვიშლის ხელს, გადმოვიდეთ მანქანებიდან და თავ-პირი გავუერთიანოთ მსგავს უზრდელებს!
არადა, არ მიდის ეს გზა ტაძრამდე, ჩემო ძვირფასებო…
გურამ დოჩანაშვილისა და გოდერძი ჩოხელის ფოტოებსა თუ ციტატებს აზიარებენ და უკვე ეჭვიც მეპარება, ბევრ მათგანს საერთოდ თუ აქვს გაგონილი ლამაზქალაქი, კანუდოსი, ან – “ადამიანთა სევდა”…
🔸 ერთიცაა: მე თუ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური ნაბიჯები მომწონს, უნდა გამრიყო და მამუნათო?
თუნდაც, – გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის და გრიგოლ ლილუაშვილის მიერ, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები მომწონდა, არ მაქვს უფლება, დღეს ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ, – თეა წულუკიანისა და სოზარ სუბარის მიერ გადადგმული ნაბიჯები მომწონდეს?
ან, თუ მიმაჩნია, რომ კახა კალაძე მაგარი მერია თბილისისა, უნდა დამცინო და მაგინო?
ვერ მოგითმენთ, ვერა!
და იმის გამო უნდა მლანძღო, ბიძინა ივანიშვილის მიერ, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ქველმოქმედებას ტაშს რომ ვუკრავ და ხმამაღლა ვუხდი მადლობას, თბილისი და ბათუმი ბუჩად და მარიუპოლად რომ არ იქცა სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის გამო?
აბა, მოსე მწერლად ქცეულ გივი თარგამაძეზე უნდა ვგიჟდებოდე, სულის ამოხდით რომ ემუქრებოდა ერს თუ ნაგიჟარი ჩერგოლეიშვილის გიგა ბოკერიაზე, ფერიის მთაზე ეკლესიის ნგრევის ბრძანებას თვალისდაუხამხამებლად რომ გასცემდა?
იქნებ გიგი უგულავას დაბრუნებას უნდა ვნატრობდე, ქართველი ჟურნალისტები და მწერლები ქუჩის ამარა რომ დატოვა და სამების ტაძრის საკურთხეველში უკანასკნელ ხმაზე რომ გაჰყვიროდა მისთვის ჩვეულ სიბინძურეებს?
იქნებ მეგის ქარდავას უნდა ვხედავდე ყოველ ღამე სიზმარში?
მაპატიეთ, თქვენს აღვირახსნილ იდეებს თუ ვერ ვიზიარებ!
ადრეც ვთქვი და გავიმეორებ ყველასთვის ცნობილ ფრაზას “დათა თუთაშხიადან”:
აქა ვდგავარ და სხვაგარად არ ძალმიძს!
🔸 თუმცა, ჩემი აქ დგომა არაა გამოსავალი.
გამოსავალი კანონის უზენაესობაშია და იმ მთავარ, ზნეობრივ ღირებულებებშია, ასე იაფად რომ “იყიდება” ჩვენში…
🔸 “რას გავხართ, თუ იცით? რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა და მოსასპობმა თაბაგარმა, ვერ ხედავთ?” – თუთაშხიას სიტყვებს მოვიშველიებ და უთქმელადაც მიხვდებით, მოსასპობ და მამაძაღლ თაბაგარში მოღალატე და ნაძირალა სისხლისმსმელ სააკაშვილს რომ ვგულისხმობ!
მერაბიშვილსაც!
ადეიშვილსაც!
ზურაბ ჭიაბერაშვილსაც და იმ ლევან ბერძენიშვილსაც, რომლის იდეოლოგიითაც დღესაც რყვნიან(!) თაობებს სხვადასხვა სასწავლებლებში!
დიახ!
სწორედ სააკაშვილისა და მისი ზედმეტად “ლიბერალური” გუნდის დამსახურებით ხდება ყველა უბედურება ამ ქვეყანაში და ესაა სიმართლე!
სწორედ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი სექტის წევრების ინიციატივითა და წახალისებით ხდება ყველა “ბულინგი”(ჩაგვრა), შეურაცხყოფის გაჟღერება და ადამიანთა მორალური წამება!
“ᲙᲣᲓᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡᲐ ᲐᲠ ᲒᲐᲜᲔᲛᲐᲠᲗᲔᲑᲘᲡ, ᲐᲠᲪᲐ ᲙᲘᲠᲩᲮᲘᲑᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲐᲓ ᲕᲐᲚᲡ” – ასეა ეს და ალბათ, ზედმეტი გულუბრყვილობაც იქნება ჩემი მხრიდან, დავიჯერო, რომ ჩემი წერილის წაკითხვის შემდეგ ჩოქვით შემოივლიან ტაძრებს ან ის ბებია, შვილიშვილებს რომ უწყევლიდა ადამიანებს, ან ის ქალბატონი, ბექა ოდიშარიას რომ ნიშნს უგებდა მორიგი ბოდვით…
🔸 არადა, არ მიდის ეს გზა ტაძრამდე, სამწუხაროდ...”, – წერს გიორგი მამაცაშვილი.