ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთის გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის მომზადებული ფეხბურთელების მეტოქე, რუმინეთის გუნდია.
შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს.
ტრავმის გამო მასპინძლებს სამი წამყვანი ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ვერ ეხმარება.
შეხვედრა ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
