პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპისგან საჩუქარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ნავროცკის გადასცა ფოტოსურათი, რომელიც მათი პირველი შეხვედრის დროს გადაიღო – ფოტოზე წერია: „თქვენ გაიმარჯვებთ“.
„კაროლ ნავროცკიმ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, პირველი ვიზიტი ვაშინგტონში განახორციელა“, – აღნიშნულია კანცელარიის განცხადებაში.
კომენტარები