უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართა. ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონმა ბელგიის, ნიდერლანდების, დანიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს, ფინეთის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლა.
პარიზშია უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
მსურველთა კოალიციის სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერები სხდომას ონლაინ-ესწრებოდნენ, და დონალდ ტრამპსაც გაესაუბრნენ. მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. მოგვიანებით დაგეგმილია მისი შეხვედრა ზელენსკისთან.
კომენტარები