ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.
„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“,- განაცხადა რუბიომ.
კომენტარები