რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნის კანონიერი არჩევანია. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„მართლაც, უკრაინა მიზნად ისახავდა და ახლაც ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიმეორებ, ეს არის უკრაინის კანონიერი არჩევანი, თუ როგორ ააწყობს თავის საერთაშორისო ურთიერთობებს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს და ვისთან დადებს ალიანსებს“, – განაცხადა პუტინმა.
კომენტარები