აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება არ არის მარტივი.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა პუტინთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ვისაუბრებ“, და დასძინა, რომ მასა და რუსეთის ლიდერს შორის „ძალიან კარგი დიალოგია“.
„შვიდი ომი დავასრულე. ეს ომი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო… თქვენ იცით ეს შეგრძნება: გგონიათ, რაღაც უფრო ადვილი იქნება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცოტა უფრო რთულია“, – თქვა ტრამპმა.
კომენტარები