აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტს სახელს შეუცვლის და მას ომის დეპარტამენტი ერქმევა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპი შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს.
აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში ნათქვამია, რომ სახელწოდება ომის დეპარტამენტი უფრო ძლიერ მესიჯს გადასცემს მზადყოფნისა და სიძლიერის შესახებ, ვიდრე თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ თავდაცვით შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.
ბრძანება აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, თავდაცვის დეპარტამენტს და მის დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს უფლებას მისცემს, ოფიციალურ მიმოწერასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში გამოიყენონ სახელწოდებები, როგორებიცაა „ომის მდივანი“, „ომის დეპარტამენტი“ და „ომის მდივნის მოადგილე“.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს 1949 წლამდე ომის დეპარტამენტი ერქვა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და თავდაცვის დეპარტამენტი დაარქვეს.