დავით კოღუაშვილის განცხადებით, მისი სიტყვები “ქართულ გაზეთში” კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. “ქართული ოცნების” პოლიტ-საბჭოს წევრი ამის გამო ბოდიშს იხდის.
“ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ 2003 წლიდან მოყოლებული. ტექსტის დიდი ნაწილი არ იყო სრულფასოვნად გადმოცემული. არ ვიხსნი პასუხისმგებლობას, მაგრამ ვთვლი რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო”-განაცხადა კოღუაშვილმა.
კომენტარები