უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ ტალღას ამზადებენ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
როგორც კარნიმ აღნიშნა, სანქციების ახალი ტალღა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე უკრაინასთან ომის დასრულებისთვის ზეწოლის კამპანიის ნაწილია.
„უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ არის კანადა მსურველთა კოალიციაში. ბატონი პუტინი ამ ომის მიზეზია. ის მკვლელობების მიზეზია, ის ვერ გვიკარნახებს მშვიდობისთვის პირობებს”, – განაცხადა კარნიმ.
კომენტარები