უკრაინის რადას სახალხო დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს, ასევე ქვეყნის უშიშროების სამსახურს მიმართა და მოითხოვა დაიბლოკოს ვიდეოპორტალი, სადაც მულტფილმი – “მაშა და დათვი” გადის. ამის შესახებ გამოცემა strana.today წერს.
მათივე ინფორმაციით, წელს რუსული მულტფილმის – “მაშა და დათვი” უკრაინული ვერსიის YouTube არხი, უკრაინაში საბავშვო არხებს შორის ყველაზე პოპულარული გახდა. მიმდინარე წელს არხმა 800 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, მისი გამომწერი კი 18 მილიონი ადამიანია.
უმაღლესი რადას წევრის თქმით, აღნიშნული რუსული მულტფილმი ბავშვთა ცნობიერებაში რუსულ ნარატივებს ნერგავს, მათ შორის, სამოვარსა და ბალალაიკასთან ერთად ზოგიერთი სცენის მუსიკალური თანხლებით.
იურჩიშინმა ასევე განაცხადა, რომ მულტფილმი მილიტარიზებულია: ერთ-ერთ სცენაში მთავარი გმირი მაშა ჩნდება NKVD-ს ქუდით.