ავსტრალიაში, სიდნეის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცის წყლიდან ამოყვანა სერფერებმა შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, სერფერმა დიდი რაოდენობით სისხლი და კიდურები დაკარგა.
„ბიბისი“ წერს, რომ ავსტრალიაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 მსგავსი თავდასხმა ფიქსირდება. წელს სამი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ისტორიულად კი, ავსტრალიაში ზვიგენის ნაკბენით სიკვდილი იშვიათი მოვლენაა. ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმა უკანასნელად 1963 წელს მოხდა.
კომენტარები