უკრაინის დედაქალაქში, რუსული დრონის ნამსხვრევის ჩამოვარდნის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სვირიდენკოს თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მტრის იერიშის შედეგად სამთავრობო შენობა დაშავდა.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. მთავრობის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომენტარები