ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ლომი“ ამერიკელმა რეჟისორმა ჯიმ ჯარმუშმა მიიღო, ფილმისთვის „მამა, დედა, და, ძმა“. მთავარ როლებს სურათში კეიტ ბლანშეტი, ტომ უეიტსი, ადამ დრაივერი, შარლოტ რემპლინგი და ვიკი კრიფსი ასრულებენ.
„მამა, დედა, და, ძმა“ მშობლებისა და მათი შვილების ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. ეს ბოლო 6 წლის განმავლობაში რეჟისორის პირველი ნამუშევარია.
ჟიურის გრან-პრი რეჟისორ კაუტერ ბენ ჰანიის „ჰინდ რაჯაბის ხმამ“ მიიღო, „ვერცხლის ლომი“ კი ამერიკელ ბენი საფდის გადაეცა, სპორტული დრამისთვის „დამანგრეველი მანქანა, რომელშიც მთავარი როლი დუეინ ჯონსონმა შეასრულა.
კომენტარები