ავსტრალიელ ერინ პატერსონს, რომელმაც ყოფილი ქმრის ნათესავები განზრახ მოწამლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლოსთვის ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მიმართვა კი მას მხოლოდ 33 წლის შემდეგ შეეძლება.
Reuters-ი წერს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განაჩენია, რაც კი ავსტრალიაში ქალისთვის გამოუტანიათ. ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ მოქმედებს. პატერსონი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, მას განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
2023 წლის ზაფხულში ერინ პატერსონმა სადილზე დაპატიჟა თავისი ყოფილი ქმარი, მისი მშობლები, დეიდა და მისი ქმარი. ქალი სტუმრებს ბიფსტროგანოვით გაუმასპინძლდა, რომლის შიგთავსშიც შხამიანი სოკო დაამატა. ქმრის მშობლები და დეიდა დაიღუპნენ, თუმცა ექიმებმა მეოთხე სტუმრის გადარჩენა შეძლეს. პატერსონის ყოფილი ქმარი, რომელთანაც მას უთანხმოება ალიმენტების გამო ჰქონდა, სადილზე არ მისულა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ შხამიანი სოკო კერძში შემთხვევით მოხვდა და პატერსონი არავის მოკვლას არ აპირებდა.