სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დედაქალაქ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტმა გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციისას, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ქმედებების გამოძიება მოითხოვეს.
დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობასა და პოლიციის სამმართველოს წითელი საღებავი შეასხეს.
კომენტარები