ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) სამხედრო-საჰაერო ძალებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) და უსაფრთხოების სააგენტომ („შაბაკმა“) სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით წერტილოვანი იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ უმაღლეს ხელმძღვანელობაზე. ლიკვიდირებული ხელმძღვანელები მრავალი წლის განმავლობაში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ და პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი [2023 წლის] 7 ოქტომბრის მასობრივ მკვლელობებზე და აგრეთვე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ცაჰალის“ მტკიცებით, ავიადარტყმამდე მათ ზიანის მინიმიზაციის კუთხით რამდენიმე ღონისძიებას მიმართეს, მაღალი სიზუსტის მქონე ჭურვების გამოყენებითა და სადაზვერვო ინფორმაციის გადამოწმების ჩათვლით.