აშშ-ის პრეზიდენტმა კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე თავდასხმას მწვანე შუქი აუნთო, – ამის შესახებ Times of Israel-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
პარალელურად, კატარი ისრაელის თავდასხმას გმობს და ამ ნაბიჯს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და „ლაჩრულ“ ქმედებას უწოდებს.
დოჰაში აცხადებენ, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.
ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.
კომენტარები