პოლონეთის რიგ რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, რეზერვისტები გაწვევის პუნქტებში ექვსიდან თორმეტი საათის პერიოდში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია ეხება სამხედროებს პოდლიასკის, მაზოვეცკის, ლუბლინის, პოდკარპატის, პომორსკის, ვარმინო-მაზურის, კუიავო-პომორსკის, ლოდზის, სვიატოკშისა და მალოპოლსკის რეგიონებს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.
კომენტარები