დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაზე რუსეთის გუშინდელი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, დაშავებულია 18 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშინი ავრცელებს.
რუსეთმა საავიაციო ბომბით მაშინ განახორციელა დარტყმა დასახლებაზე, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უკრაინის ფოსტის თანამშრომლები პენსიას ურიგებდნენ. ფილაშინის ინფორმაციით, დაშავებულია ფოსტის ავტომობილი.
ასევე, რუსეთის იერიშის შედეგად სლავიანსკში დაზიანებულია 15 კერძო სახლი, არასაცხოვრებელი ნაგებობა და სამრეწველო ზონა. კრამატორსკში დაზიანებულია 18 მრავალსართულიანი შენობა, ოთხი ადმინისტრაციული დაწესებულება, მაღაზია, კაფე და ორი ავტომობილი. დასახლება სემენოვკაში დაღუპულია ერთი ადამიანი და დაზიანებულია კერძო სახლი. კონსტანტინოვკაში რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა.