ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი კონსერვატიული აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„მემარცხენეები მკვლელობის პარტიაა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.
კომენტარები