ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე კვირა იყოს დარჩენილი.
„ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან მოკლე ვადა გვაქვს. თვეები აღარ გვაქვს და ალბათ დღეები და, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც დაგვრჩა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიო ისრაელიდან კატარში მიემგზავრება. კატარი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობს.
კომენტარები