აშშ-ს პრეზიდენტი 25 სექტემბერს თეთრ სახლში თურქეთის ლიდერს უმასპინძლებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, 25 სექტემბერს თეთრ სახლში ვუმასპინძლო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ჩვენ ვმუშაობთ მრავალ სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებებზე პრეზიდენტთან, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავების ფართომასშტაბიან შესყიდვაზე, F-16-ების მასშტაბურ გარიგებაზე და F-35-ზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რომელიც, ვიმედოვნებთ, პოზიტიურად დასრულდება. პრეზიდენტ ერდოღანსა და მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ველოდები მასთან შეხვედრას“, – წერს ტრამპი.
კომენტარები