პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს 21 სექტემბერს აღიარებს.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე მოხდება.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს… აღიარების ოფიციალური დეკლარაცია კვირას, 21 სექტემბერს გაკეთდება“, – ნათქვამია დიპლომატიური უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ, პორტუგალიის მსგავსად, პალესტინის სახელმწიფო კიდევ 10-მდე ქვეყანამ აღიაროს.
კომენტარები