კიბერთავდასხმამ ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიბერშეტევების სამიზნე რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემები გახდა.
„მომწოდებლის სისტემაში ტექნიკური გაუმართაობის გამო, რომელიც მთელ ევროპაში გამოიყენება, რეგისტრაციის მოლოდინის დრო გაიზარდა. ჩვენ ვმუშაობთ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად“, – განაცხადეს ბერლინის აეროპორტში.
კიბერთავდასხმას ადასტურებენ ბრიუსელის აეროპორტშიც. აეროპორტში მგზავრებს მოუწოდებენ, რომ რეისის სტატუსი უშუალოდ ავიაკომპანიასთან შეამოწმონ და აეროპორტში ადრე მივიდნენ.
კომენტარები