საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების (UNGA) მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში და მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში.
კომენტარები