შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემაში #სპორტი360° განაცხადა.
„მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, ჰოლანდიიდან… მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის გადაწყვეტილია უზბეკეთში წასვლა და ახლა ველოდები ფორმალურ მხარეს და ალბათ წავალ უზბეკეთში“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა.
კომენტარები