პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით გრძელიშვილმა წარმოადგინეს.
✪ როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით გრძელიშვილმა აღნიშნა დღეისათვის ქვეყანაში ჭიდაობის განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს იმ აუცილებელი მიმართულებების გეგმის რეალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში მაქსიმალური შედეგების მიღწევას, ეს მიმართულებები მოიცავს:
▶სასწავლო-საწვრთნელ პროცესში დასაქმებულ მწვრთნელ-მასწავლებელთა საქმიანობაში თანამედროვე გამოცდილების დანერგვას;
▶ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოვარჯიშე ვაჟთა და გოგონათა სასწავლო-საწვრთნელი პროცესისა და შეჯიბრების პრაქტიკის სრულყოფას;
▶ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდებისათვის ინდივიდუალური პროგრამით მომზადებული სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მაღალ დონეზე ჩატარებას;
▶თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და რეაბილიტაციის სისტემის შემუშავებას და როგორც ეროვნული, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების სრულ სამედიცინო უზრუნველყოფას;
▶სხვადასხვა ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებსა და სალიცენზიო ასპარეზობებზე მაღალი შედეგების მიღწევას.
ჭიდაობის ფედერაციამ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს სამომავლო გეგმები გააცნო
2017/05/31 10:50:23
კომენტარები
ნანახია: 1362 ჯერ