ბერლინში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრაციაში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მანიფესტანტების რიცხვი 100 ათასს აჭარბებდა.
დემონსტრაციაზე მონიტორინგს 1 800-მდე პოლიციელი აწარმოებდა.
აქციის მონაწილეებმა ისრაელის ხელისუფლება პალესტინელი ხალხის გენოციდში დაადანაშაულეს და გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდეს, ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს. დემონსტრანტებმა ომის დასრულება მოითხოვეს.
კომენტარები