29 სექტემბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. ქუთაისში – დღისით +27 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.
ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო ამინდია, +24 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექოდ ჩაივლის დღე ცხინვალშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +14, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.