მოლდოვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების 217 შემთხვევა დადასტურდა. ცესკოს თავმჯდომარის ანჟელა კარამანის განცხადებით, დარღვევები ძირითადად ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღების, აგიტაციის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და კარუსელების ორგანიზების ფაქტებს უკავშირდება.
არჩევნებზე 624 დარღვევა გამოავლინა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „პრომო ლექსმა“, რომელიც 42 გრძელვადიანი და 900-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი. ინციდენტების უმრავლესობა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას და საარჩევნო კარუსელებს უკავშირდებოდა.
კომენტარები