ვიეტნამს ტაიფუნმა „ბუალოიმ“ გადაუარა, შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაკარგულად ითვლება.
ძლიერ ქარიშხალს წყალდიდობა მოჰყვა.
ტაიფუნმა „ბუალოიმ“ 245 სახლი დააზიანა და ელექტროგადამცემი ქსელების გათიშვა გამოიწვია.
ამასთან, დატბორილია 1 400 ჰექტარი ბრინჯი და სხვა მოსავალი. ვიდრე ვიეტნამი სტიქიური უბედურების ზონად იქცეოდა, მთავრობამ ტერიტორიიდან 28 ათას 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ცენტრალურ პროვინციებში ოთხი აეროპორტის დახურვის გამო, ასობით რეისი გაუქმებული ან გადადებულია.
ცნობისთვის, ვიეტნამისთვის ტაიფუნი ხშირი მოვლენაა. ხშირ შემთხვევაში, ის ფილიპინების აღმოსავლეთით ყალიბდება. სწორედ ფილიპინებში გასულ კვირას ტაიფუნის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები