საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება თეოლოგი ვლად ნარსია. თელოგის თქმით, იურისტმა დაარღვია კანონიკური სამართლის წესი და სინოდთან საკითხის წინასწარი შეთანხმების გარეშე ბრალი დასდო (ცილი დასწამა) მიტროპოლიტს:
„საქართველოს ეკლესიის სინოდი ვალდებულია ედიშერ ქარჩავა დაითხოვოს დაკავებული თანამდებობიდან! ქარჩავამ დაარღვია კანონიკური სამართლის წესი და სინოდთან საკითხის წინასწარი შეთანხმების გარეშე ბრალი დასდო (ცილი დასწამა) მიტროპოლიტს. ეს საქმე კიდევ ერთხელ გამოავლენს საპატრიარქოს რეალურ მმართველს. თუ ედიშერ ქარჩავა შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას ეს იმას ნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილს გააჩნია შეუვალი ძალაუფლება საპატრიარქოში, რომლის წინაშე უძლურია სინოდი, მაშინაც კი როცა საქმე ეხება კანონიკური სამართლის წესების უხეშ დარღვევას“, – წერს თეოლოგი ვლად ნარსია.