რუმინეთის შემდეგ, ევროკავშირი მოლდოვის არჩევნებში ჩაერია, ევროსკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოებს კი აშანტაჟებს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით გერმანული გაზეთი Berliner Zeitung-ი ავრცელებს.
ანალიტიკურ სტატიაში ავტორი ევროკავშირის ლიდერებს ორმაგ სტანდარტებშიც ადანაშაულებს. გერმანულ გამოცემაში ხაზგასმულია, რომ არჩევნების წინ მოლდოვაში ორი ოპოზიციური პარტია რეალური მტკიცებულებების გარეშე დაბლოკეს.
ავტორის თქმით, ევროკავშირი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად ფინანსებსაც იყენებს, კერძოდ მოლდოვას 2 მილიარდ ევრომდე დახმარებას დაჰპირდა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი თავის გავლენებს აძლიერებს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ამ მიზნით, აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მედიას.
კომენტარები