აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა, განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის არმიღება შეერთებული შტატების შეურაცხყოფა იქნება.
„ამ პრემიას ისეთ ვინმეს მისცემენ, ვისაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
24 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ღაზაში კონფლიქტს შეაჩერებს.
კომენტარები