აშშ-მა ნორვეგიაში მზვერავი თვითმფრინავი გადაისროლა, რომელმაც ბალტიის ზღვაში რუსეთის მოქმედებას უნდა ადევნოს თვალი. ინფორმაციას გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია თვითმფრინავზე P-8 Poseidon, რომლის მთავარ დანიშნულებას წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა გემებთან ბრძოლა წარმოადგენს.
მზვერავი თვითმფრინავის ნორვეგიაში გადასროლა ნატოს მიერ ბალტიის რეგიონში თავდაცვითი პოზიციების გაძლიერების ფონზე ხდება, როცა რუსეთი იქ გამავალ წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს საფრთხე უქმნის და უპილოტო საფრენი აპარატებით საეჭვოდ აქტიურობს პოლონეთში, დანიასა და ნორვეგიაში.
Newsweek-ის კორესპონდენტები რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და აშშ-ის საზღვაო ძალებს დაუკავშირდნენ, თუმცა არც რუსულ და არც ამერიკულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.