”საზმაუს ”რ2”-ზე რეორგანიზაციის მეტი საქმე არა აქვს? რა საზოგადოებრივი ინტერესია კერძო ტვს რეორგანიზაციაში, ძალიან მაინტერესებს”, – ამ რეპლიკით “რუსთავი 2”-ის გენერლური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცლეებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში რეორგანიზაცია იგგმებაა.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ბრძანებით, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა.
ბრძანების მიხედვით, ხელფასი 10-20% -ით შეუმცირდებათ არხის და გადაცემების ხელმძღვანელ პირებს, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება კადრების შემცირება.
რეორგანიზაციის პროცესი დაგეგმილია საინფორმაციო სამსახურშიც, რომელიც პირველ ივნისს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
კომენტარები