უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ გაერთიანებული სამეფო არ შეეგუება ფარულ უცხოურ გავლენას ჩვენს დემოკრატიაზე, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრი დენ ჯარვისი „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემასთან“ დაკავშირებით, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
იგი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და ირანის საკითხზე.
„მოვუწოდებ ყველა ინდივიდსა და ორგანიზაციას, რომლებიც უცხო სახელმწიფოების სახელით ახორციელებენ პოლიტიკურ გავლენას, დაუყოვნებლივ შეასრულონ თავიანთი კანონიერი ვალდებულება. რუსეთისა და ირანის გაძლიერებული ზომების ქვეშ მოქცევა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გამოვავლინოთ, აღვკვეთოთ და შევაკავოთ მტრული სახელმწიფოს მოქმედება. მათ, ვინც არ დარეგისტრირდებიან, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”, – აცხადებს დენ ჯარვისი.