ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ რუსეთიდან წამოსული საფრთხე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაზეთ FAZ-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონის თქმით, რუსეთი, ტერორიზმთან ერთად, ყველაზე დიდი სტრუქტურული საფრთხეა ევროპელებისთვის.
„რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას საარჩევნო ბრძოლაში ჩარევით, კიბერთავდასხმით, ოპოზიციონერების მკვლელობით და მიგრაციული ნაკადების გზით, რომლებიც ზეწოლის საშუალებად გამოიყენება. რუსეთი ცდის ჩვენს საჰაერო თავდაცვას და მან შეცვალა ბირთვული დოქტრინა. არასაკმარისად აფასებენ, რამდენად დიდ გავლენას ახდენენ რუსები ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, თუნდაც საფრანგეთში ბაღლინჯოების შესახებ ისტორიების გავრცელებით“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია საფრანგეთში ბაღლინჯოების მომრავლების შესახებ.