მანჩესტერში, სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმა ოფიციალურად ტერორისტულ ინციდენტად გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
კონტრტერორისტული პოლიციის ეროვნულმა ხელმძღვანელმა, ლორენს ტეილორმა დაადასტურა, რომ „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტულმა პოლიციამ ეს ინციდენტი ტერორისტულ აქტად გამოაცხადა“.
მისივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.
ტეილორმა აღნიშნა, რომ გამოძიებას ამჟამად მათი სპეციალიზებული ჯგუფები უძღვებიან.
მანჩესტერში, სინაგოგაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს დაშავებული 2 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები