EPC-ს სამიტზე ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა კამერებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც იუმორით ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონს იმის შესახებ, თუ როგორ აერია სომხეთი და ალბანეთი ერთმანეთში დონალდ ტრამპს.
“ბოდიში უნდა მოგვიხადოთ ორივე ჩვენგანს (მიუთითებს ილჰამ ალიევზე), რადგან არ მოგვილოცეთ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის გააფორმა”, – უთხრა ედი რამამ ემანუელ მაკრონს.
“მაპატიეთ ამისთვის:, – ხუმრობით უპასუხა მაკრონმა რამას.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა შეცდომით თქვა, რომ “აზერბაიჯანსა და ალბანეთს” შორის კონფლიქტი მოაგვარა.
😅Bullseye! Albania’s prime minister trolled Trump to the laughter of colleagues
Edi Rama jokingly demanded an apology from Macron for not congratulating him and Aliyev on “making peace”.
Earlier, the U.S. president repeatedly claimed he had ended the war between Azerbaijan and… pic.twitter.com/VWT0nZV5Yt
— NEXTA (@nexta_tv) October 2, 2025