აშშ-ის მოწოდებების მიუხედავად, თურქეთი რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე უარს არ ამბობს. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ენერგომიმწოდებელი წყაროების დივერსიფიკაცია თურქეთის ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა მოსკოვთან მოქმედი კონტრაქტების გაწყვეტა ანკარის გეგმებში არ შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ანკარას რუსულ გაზზე უარის თქმა შესთავაზა, თუმცა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ამერიკულ მხარეს შეთავაზებაზე უარი უთხრა.
კომენტარები