უკრაინა ჩვენი ბედისწერა არ არის, ჩვენ არ გვინდა მისთვის სიკვდილი და არც ჩვენი შვილების, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ. უკრაინა ჩვენი ბედისწერა არ არის, ჩვენ არ გვინდა მისთვის სიკვდილი და არც ჩვენი შვილების“, – წერს უნგრეთს მთავრობის ხელმძღვანელი.
ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ ევროპა თანდათან ომისკენ მიექანება. ორბანის თქმით, ევროპისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთი, არამედ ეკონომიკური სტაგნაცია და კონკურენტუნარიანობის დაკარგვაა.
კომენტარები