უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-თან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph-მა უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა სტატია იმის შესახებ, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დისკუსიები 1 ოქტომბერს აშშ-ის მიერ მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების შემდეგ გაიყინა.
„სიცრუეა. უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიწოდება გრძელდება“, – დაწერა ტიხიმ.
კომენტარები