საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ჰამასის“ განცხადებას ეხმაურება.
„ღაზაში მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულია! „ჰამასის“ აღებული ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მტკიცედ წავიწიოთ მშვიდობისკენ. საფრანგეთი სრულად შეასრულებს თავის როლს გაერო-ში მისი ძალისხმევის გასაგრძელებლად, აშშ-თან, ისრაელთან და პალესტინელებთან და ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს მშვიდობისთვის მათი მობილიზაციის გამო“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობისთვის, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამასთან, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.