დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ღაზაში მოვლენების განვითარებას და ვადასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მიმართ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ყველა ჩვენგანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მიგვიყვანს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებამდე. იტალია მზად არის თავისი წვლილის შესატანად“, – წერს ჯორჯია მელონი.
ცნობისთვის, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამასთან, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.