გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მიესალმება „ჰამასის“ განცხადებას დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები და გამხნევებული ვარ „ჰამასის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის გაათავისუფლოს მძევლები და ჩაერთოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ წინადადებაში. მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ღაზაში ტრაგიკული კონფლიქტის დასასრულებლად. ასევე მადლობას ვუხდი კატარსა და ეგვიპტეს მათი შეუფასებელი მედიაციური სამუშაოსთვის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს უცვლელ მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივი და მუდმივი შეწყვეტისკენ, ყველა მძევლის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი წვდომისკენ. გაერო მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ მიზნების მიღწევაზეა მიმართული, რათა აღმოფხვრას უფრო მეტი ტანჯვა“, – წერს გუტერეში.