რაც შეეხება ორი ბიულეტენის გაცემას, მე მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საკითხზე მან ცესკო-ში კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა.
„შესაძლებელია იყოს გადაცდომა, 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით, დაიწერება ახსნა-განმარტებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ფიზიკურად ხმის მთვლელ აპარატს არ აქვს შესაძლებლობა ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს“, – განაცხადა იოსელიანმა.
კომენტარები