მეტეხის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე ტაძრის მესანთლეები და რესტორნის თანამშრომლები საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიცრუეს ავრცელებენ.
„სიყვარულით გეუბნებით, რომ გაბრძანდეთ, ვიკეტებით მეთქი. გავედი ჭიშკრამდე და ვიღაც ასაკიანი კაცი მანქანიდან გადმოხტა. მე არ გავალო, სანამ ამ რუსის მანქანებს არ გაიყვანო. ისტერიული ყვირილი დაიწყო. ჭიშკარს რომ ვკეტავდი ერთ-ერთმა ჰალსტუხიანმა ადამიანმა, რომელიც გარეთ იდგა და იღებდა, დაგვიწყო მუქარა, ხვალ მოვალ თქვენთან და ნახე რას გიზამთო. ქილიკობდნენ ღმერთი სად ვიპოვოთ, თქვენ როგორი ეკლესიურები ხართ ტაძრიდან გვყრით, ამ ყვირილზე ორი ახალგაზრდა გამოგვესარჩლა. რუსებს და „ქოცებს“ გვეძახდნენ, მე მივხვდი, რომ პროვოკაცია იყო“, – განაცხადა მეტეხის ტაძრის მესანთლემ ნესტან დადვანმა.
„30 ადამიანი მაინც იქნებოდა გოგოები და ბიჭები იყვნენ. მითხრეს, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ბრიფინგი უნდა ჩავატაროთო. თქვე რუსებო, თქვე „ქოცებო“, ამ ყვირილზე რესტორნის თანამშრომლები გადმოვიდნენ და გამოგესარჩლნენ და იმათ დაუწყეს ჩხუბი, აგინებდნენ საშინლად. ის ხალხი იყო ბრბო“, – აღნიშნა მეტეხის ტაძრის მესანთლემ დონარა ქავთარაძემ.
„ქვემოთ ვიყავით და გავიგეთ შეურაცხმყოფელი სიტყვები ქალბატონების მიმართ, ბიჭები მივიდნენ და დაეხმარნენ, რადგან მესანთლე ქალბატონები მარტო იყვნენ. ჩვენ არც ვიცოდით, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ ჩვენ გამოგვიყენეს თავიანთ სასარგებლოდ. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, რომ იქ ვმუშაობთ ყველა, უბრალოდ ქალების გადასარჩენად მივიდა ეს ორი ადამიანი, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ყველგან“, – განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა ნათია ხიმშიაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მეტეხის ტაძრის მსახურ პირებს შორის, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი – გამოესარჩლნენ მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.