ლევან მაჭავარიანმა თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები „ქრონიკასთან “ შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ამას ხელს უწყობენ გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე გადაიყვანეს.
„აპროტესტონ რაც უნდათ, რამდენი ხანიც უნდათ, თუმცა თუ ისინი გასცდებიან კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს, ჩვენ ვუპასუხებთ კანონის შესაბამისად და ეს პასუხი იქნება უმკაცრესი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები